მოსახლეობის საყოველთაო აღწერაზე ხვალ დონორთა კონფერენცია გაიმართება

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერაზე ხვალ, სასტუმრო "რედისონში" დონორთა კონფერენცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს , კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანი მოსახლეობის აღწერისათვის დონორთა დახმარების მობილიზება და კოორდინაციაა.

კონფერენციას საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი ზაზა ჭელიძე და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე გახსნიან.

საქართველოს მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ 2 აპრილს გამართულ პირველ სხდომაზე საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა დაამტკიცა და მოსახლეობის აღწერის 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარებას საფუძვლად უდევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაცია წევრი ქვეყნებისადმი - ჩაატარონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერები 2005-2014 წლების პერიოდში. საქართველო, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად მსოფლიო მოსახლეობის აღწერების 2010 წლის რაუნდშია ჩართული.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, მისი მანდატიდან გამომდინარე ტექნიკურ დახმარებას უწევს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა დახმარება გაუწია 2002 წელს ჩატარებულ საყოველთაო აღწერას და აგრძელებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას 2014 წლის აღწერისათვის. დონორთა შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის უმნიშვნელოვანეს ერთობლივ ღონისძიებას 2014 წლის აღწერისთვის დონორთა დახმარების მობილიზებისა და კოორდინაციისათვის.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, 2013 წელს ჩატარდება აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები. თითოეულ შენობაში მოსახლეობისა და შინამეურნეობების რაოდენობის წინასწარი დადგენის მიზნით, მოხდება შენობებისა და მათში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარ შემოვლა. აღნიშნულ სამუშაოებში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 4 ათას ადამიანს მიაღწევს.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება საველე სამუშაოების მეორე, უმნიშვნელოვანესი ეტაპი - მოსახლეობის აღწერა. ამ მიზნისათვის შეირჩევა დაახლოებით 15 ათასამდე პერსონალი, რომლებიც სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად მოსახლეობას გამოკითხავენ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში