მემედ აბაშიძის ძეგლს ადგილს შეუცვლიან

საზოგადო მოღვაწის, მემედ აბაშიძის ძეგლი ბათუმში ადგილს შეიცვლის. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს. ძეგლის გადატანის შესახებ რეკომენდაცია ბათუმის მერიას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა აკაკი ძნელაძემ და საკრებულოსთან არსებულმა "მრჩეველთა საბჭოს" წევრებმა მოამზადეს. 

ძეგლი კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ სკვერში განთავსდება. საკრებულოს წევრის, ნაზი ფუტკარაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა დიდი ხანია, მიმდინარეობს.

"მემედ აბაშიძის ძეგლის გადატანის საკითხზე დიდი ხანია, ვმსჯელობდით არქიტექტორთა საბჭოსთან, ქალაქის საზოგადეობასთან, მრჩეველთა კომიტეტთან და საბოლოოდ ერთი აზრი ჩამოყალიბდა, ძეგლი განთავსდება გამსახურდიას და აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერში", - აღნიშნა ნაზი ფუტკარაძემ.

მემედ აბაშიძის ძეგლი ბულვარიდან მემედ აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე წლის წინ გადაიტანეს, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევნდა, რომ ძეგლის შეუსაბამო ადგილას იყო განთავსებული.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა