თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში წიგნისა და ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში წიგნის და ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტიდან აცნობეს, 24 მაისს, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის პროფესორის ზვიად გაბისონიას წიგნის "საბანკო სამართლის" და უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის "ბიზნესის სამართლის" პრეზენტაცია გაიმართება.

ზვიად გაბისონიას წიგნი "საბანკო სამართალი" სპეციალისტთა შეფასებით, ქართული საბანკო სამართლის გამოკვლევის ერთ-ერთ პირველ ცდას წარმოადგენს, რომელიც განკუთვნილია მოსამართლეების, არბიტრების, ადვოკატებისა და სხვა პრაქტიკოსი იურისტებისათვის, აგრეთვე საბანკო სამართლის შესწავლით დაინტერესებულ სხვა პირთათვის.

"ჩემი მიზანი იყო, მარტივად მიმეწოდებინა ქართული საბანკო სამართლის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის აღნიშნული დარგის დღევანდელი მდგომარეობა, მისი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები", - აცხადებს ზვიად გაბისონია.

წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბატონი ვახტანგ თორდია და უნივერსიტეტის პროფესორი ზვიად გაბისონია გააცნობენ სტუმრებს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის დასავლური სტანდარტების შესაბამისად შექმნილ, ახალ აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამას "ბიზნესის სამართალი". ზვიად გაბისონია ასევე პროგრამის ხელმძღვანელია.

პრეზენტაციას დაესწრებიან "ვითიბი ბანკის", "საქართველოს ბანკის", ბანკი "ქართუს", "ჰალილ ბანკის", ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი"-ს წარმომადგენლები და სხვა პრაქტიკოსი იურისტები.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ