საბურთალოს გამგებელმა უსახლკარო დედა-შვილი დააბინავა. გამგეობის ცნობით, ბუდაპეშტის მე-9 კორპუსთან რამდენიმე თვეა დედა-შვილი უჩა ბეჟანიშვილი და მერი ხუციშვილი ავტომობილში ცხოვრობენ. უკიდურეს სიღატაკეში მყოფი საბურთალოელი მოქალაქეები ჯართად ქცეულ ჯიპში საბურთალოს გამგეობამ შემთხვევით აღმოაჩინა. დედა-შვილს ამ დრომდე დახმარების თხოვნით, ოფიციალურად არც ერთი უწყებისთვის არ მიუმართავთ.
საბურთალოს გამგებელმა გია ხუროშვილმა პირადად მოინახულა ჯიპში მცხოვრები მოქალაქეები და მიიღო გადაწყვეტილება, მათთვის ბინის ქირავნობის შესახებ.
დღეს გია ხუროშვილმა საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა დედა-შვილი ახალ საცხოვრებელ ფართში. ბინა, რომელიც ვეძისის დასახლებაში მდებარეობს, საბურთალოს გამგეობამ უქირავა მერი ხუციშვილსა და უჩა ბეჟანიშვილს. მათთვის ბინის მესაკუთრესთან ქირავნობის ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება.
დედა-შვილი ამ დროისთვის არც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული.
გია ხუროშვილი შესაბამის სამსახურთან მათ პირადად უშუამდგომლებს.