"შრომის კოდექსში" დამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინებით გარკვეული ცვლილებები ისევ შევიდა

ნორმირებულ სამუშაო კვირასთან, ანაზღაურებად შვებულებებთან და ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებულ მუხლებშიდამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინებით გარკვეული ცვლილებები ისევ შევიდა.

ეს ის საკითხებია, რომლის გამოც "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი ბიზნესსექტორის და პარლამენტში ბიზნესიდან მისული რამდენიმე დეპუტატისთვის მიუღებელია.

ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავებული რეჟიმი შემოდის ე.წ. სპეციფიკურ საწამოებში მომუშავეთათვის და მათთვის შრომითი პროცესი კვირაში 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ანაზღაურებადი შვებულებების ნაწილში კანონპროექტის იმ ნაწილის კორექტირება მოხდა, რომელიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს ეხებათ. კერძოდ, მათთვის განსაზღვრული დამატებით ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი შემცირდა და ის ნაცვლად წელიწადში 15 დღისა, როგორც ამას პროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა, სულ მცირე 10 კალენდარული დღით იქნება განსაზღვრული.

ცვლილებებია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის ვალდებულების ნაწილშიც. როგორც ცნობილია, კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული, წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, დასაქმებულს უნდა მიეცეს კომპენსაცია არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, 30 კალენდარული დღის ვადაში. ამ შემთხვევაში კანონში კიდევ ერთი დამატებითი პუნქტი იდება, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება არა ნაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, თუმცა ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

"შრომის კოდექსში" დამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინებით გარკვეული ცვლილებები ისევ შევიდა

ნორმირებულ სამუშაო კვირასთან, ანაზღაურებად შვებულებებთან და ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებულ მუხლებშიდამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინებით გარკვეული ცვლილებები ისევ შევიდა.

ეს ის საკითხებია, რომლის გამოც "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი ბიზნესსექტორის და პარლამენტში ბიზნესიდან მისული რამდენიმე დეპუტატისთვის მიუღებელია.

ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავებული რეჟიმი შემოდის ე.წ. სპეციფიკურ საწამოებში მომუშავეთათვის და მათთვის შრომითი პროცესი კვირაში 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ანაზღაურებადი შვებულებების ნაწილში კანონპროექტის იმ ნაწილის კორექტირება მოხდა, რომელიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს ეხებათ. კერძოდ, მათთვის განსაზღვრული დამატებით ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი შემცირდა და ის ნაცვლად წელიწადში 15 დღისა, როგორც ამას პროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა, სულ მცირე 10 კალენდარული დღით იქნება განსაზღვრული.

ცვლილებებია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის ვალდებულების ნაწილშიც. როგორც ცნობილია, კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული, წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, დასაქმებულს უნდა მიეცეს კომპენსაცია არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, 30 კალენდარული დღის ვადაში. ამ შემთხვევაში კანონში კიდევ ერთი დამატებითი პუნქტი იდება, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება არა ნაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, თუმცა ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო