"ცენტრ პოინტ ჯგუფის" გარდა, კიდევ რამდენიმე პირისა და კომპანიის უძრავი ქონება დაყადაღებულია

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" გარდა,  მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირებისა და კომპანიების არაერთი უძრავი ქონებაც დაყადაღებულია. ასევე დაყადაღებულია შპს "დექსუსისა" და მასთან დაკავშირებული კომპანიის შპს "ალიანს კაპიტალის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარედგინა, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობას გულისხმობს. ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მითვისებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ივანე ცაგურიას, მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მას ასევე ბრალად ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვა, რაც გათვალისწინებულია 182-ე მუხლით.

იხილეთ ვიდეო: "ცენტრ პოინტი" დაყადაღებულია - რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენეს

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს