La Casa TINA - საქართველოს ბაზარზე ახალი იტალიური კომპანია შემოდის

ქართულ ბაზარზე ახალი იტალიური კომპანია იწყებს ოპერირებას.

La casa TINA, წამყვანი იტალიური კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, ქართველ მომხმარებელს სხვადასხვა სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს. ასევე ინტერიერის ელემენტებს სახლის კეთილმოწყობისათვის. უმაღლესი ხარისხი და ექსკლუზიური, მწარმოებლის ფასი ის მთავარი მონაპოვარია, რაც La casa TINA-ს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.

La casa TINA აერთიანებს 15–მდე იტალიურ კომპანიას, რომლებიც საკმაოდ ცნობილ და პრესტიჟულ ბრენდებს წარმოადგენენ სამშენებლო და ტექსტილის სფეროში. La casa TINA-ში წარმოდგენილი თითოეული პროდუქტი წარმოებულია იტალიაში. კომპანიას აქვს რესურსი, კლიენტის სურვილს შემთხვევაში, ტექნიკური სამუშაოები შეასრულონ თავად იტალიელმა ტექნიკოსებმა, ან მოწვეულმა სპეციალისტმა გაუწიონ ქართველ ტექნიკოსებს რეკომენდაცია და განახორციელონ სამუშაო პროცესის კურირება.

”La casa TINA-ს წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში ახორციელებს მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის პირდაპირ იმპორტს მწარმოებლის მიერ დადგენილ ფასში. განსხვავებით სადილერო და სადისტრიბუციო ქსელისაგან, ამ შემთხვევაში, დამკვეთს პირდაპირ აქვს კავშირი მწარმოებელი კომპანიის პროდუქციასა და ფასთან. მწარმოებელს აქვს საშუალება გაითვალისწინოს დამკვეთის სურვილი და მისი შეკვეთა მოარგოს მისსავე დიზაინს. წარმომადგენლობითი ოფისი კი უზრუნველყოფს კავშირს დამკვეთსა და მწარმოებელ ფირმას შორის და აგვარებს ყველანაირ ტექნიკურ თუ საორგანიზაციო დეტალებს, რაც შეიძლება წარმოიშვას შეკვეთის პროცესში”, - აცხადებენ La casa TINA-ს ქართულ წარმომადგენლობაში.

კომპანიის პროდუქციის ჩამონათვალში შედის ინტერიერ–ექსტერიერის შემდეგი სახის პროდუქცია: პარკეტი, ბუნებრივი ქვები, დეკორატიული საღებავები, ტექსტილი, ინტერიერის კარები, გათბობის სისტემები, საშხაპე კაბინები და ავეჯი.

La casa TINA-ს პირველი წარმომადგენლობითი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში განთავსდა, კომპანია მომხმარებელს პარკეტის 2012 წლის კოლექციაზე საზაფხულო ფასდაკლებას სთავაზობს. აქციის ფარგლებში ქართველ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ პარკეტის გარკვეული ხაზი, რომლის საშუალო ღირებულება 120 – 180 ევროდან იწყება, უპრეცედეტოდ დაბალ ფასად, 17 – 50 ევროს ფარგლებში შეიძინონ (ფასები მოცემულია კვადრატული მეტრის მიხედვით).

La casa TINA-ში წარმოდგენილია ITLAS-ის სამშრიანი წინასწარ დამუშავებული ინჟინერული პარკეტის ფართო ასორტიმენტი. როგორც La casa TINA-ს ქართულ წარმომადგენლობაში განმარტავენ ხის იატაკის მწარმოებელი კომპანია ITLAS-ი 1980 წელს დაარსდა. კომპანიის პროდუქცია ტესტირებას გადის კომპიუტერული ინფრა–წითელი ლაზერის მეშვეობით, ხოლო ზედაპირი მუშავდება წყლის ლაქის მეშვეობით, რაც უნარჩუნებს მასალას ბუნებრივ სახეს. ნედლეული უშუალოდ წარმოებაში შესვლამდე გადის ბუნებრივი დამუშავების (გამოშრობის) ხანგრძლივ ეტაპს, რაც გულისხმობს ბუნებრივი მეთოდით დასველება–გამოშრობის პროცესს. სპეციალურ ღუმელში ნედლეულის ხელოვნური გამოშრობა კი მხოლოდ 4 წლის შემდეგ ხდება. ITLAS-ს მიერ წარმოებული სამშრიანი პარკეტის შუა შრე შედგება 5 ურთიერთპერპენდიკულარულად განლაგებული დაპრესილი ფენისაგან. მრავალშრიანი არყის ხის წყალობით, რომლისგანაც პროდუქციის შუა შრე მზადდება, მომხმარებელს აქვს გარანტია, რომ თავიდან აიცილებს პარკეტის ფუნქციური დაჭიმვას და იატაკი დროთა განმავლობაში მდგრადობას შეინარჩუნებს. კომპანიას წარმოებაში აქვს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერისათვის საჭირო მოსაპირკეთებელი მასალა: აუზის ირგვლივ დასაგები პარკეტი, პლაჟის პარკეტი, მასიური ხის პანელები, რომელიც გამოიყენება იატაკის, კედლების, კარების, ავეჯის, აბაზანების და ჭერის მოსაპირკეთებლად. La casa TINA-ს საქართველოს წარმომადგენლობა ქართველ მომხმარებელს ITLAS-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა მასალის პარკეტს სთავაზობს: მუხა, ნეკერჩხალი, რცხილა, წაბლი, კაკალი, აფრორმოზია, დუსიე, იროკო, ვენგე, ტექტონა.

ამასთან, ვინაიდან ზაფხული სარემონტო სამუშაოებისათვის აქტიური სეზონია, La casa TINA–ს საქართველოს წარმომადგენლობა მთელი ზაფხულის მანძილზე გეგმავს სხვადასხვა ტიპის აქციების განხორციელებას სხვადასხვა პროდუქციაზე.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში