ბათუმის ყოფილი მერი, ასლან სმირბა ბადრი პატარკიციშვილის ოჯახისგან ბათუმში, რესტორან "სანაპიროს" გასხვისებისას შეთანხმებული თანხის გადახდას მოითხოვს. როგორც სმირბამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რესტორანი მილიონ ლარად პატარკაციშვილის სასარგებლოდ, ზურაბ ადეიშვილის ინიციატივით, 2005 წელს დათმო, თუმცა კუთვნილი თანხა ამ დრომდე არ მიუღია.
"ეს ბიბლია იმიტომ მოვიტანე, რომ მინდა ამაზე ხელი დავადო და ღმერთის წინაშე დავიფიცო, რომ მე ერთი კაპიკიც არ მიმიღია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან. ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე ბრძოლობს, ჩხარტიშვილთან ფინანსურ დარღვევებზე ბრძოლობს, "იმედის" ტელევიზიაზე ბრძოლობს და უნდა, რომ დიდი ფულები ნახოს. რა გახდა ასლან სმირბასთვის ეს 400-450 000 დოლარის გადახდა", - განაცხადა სმირბამ.
მისივე თქმით, პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა და საქმეს აჭარის საგამოძიებო სამსახური იძიებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"