პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე 21-ე საჯარო სკოლაში სამართალდამცავები მუშაობენ

პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე 21-ე საჯარო სკოლაში სამართალდამცავები მუშაობენ. სკოლის შენობიდან ამჟამად მოსწავლეები ევაკუირებული არიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" 21-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ჩიკვაიძემ განუცხადა, სასწავლო დაწესებულებაში 15 წუთის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და შენობის დაცლა მოსთხოვეს.

ჩიკვაიძის ინფორმაციით, სავარაუდოდ 112-ში სკოლის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. პერიმეტრი ამკრძალავში ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე გამნაღმველები ჯერ არ მოსულან.

დირექტორის ინფორმაციით, მოვლენების დასრულების შემდეგ, სკოლაში სასწავლო პროცესი დღესვე განახლდება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება