საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია - ბერიძე, მამედოვი და კაპანაძე

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია ბერიძე, მამედოვი და კაპანაძე. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარების ათეული ასეთია: ბერიძე – 28 289; მამედოვი – 27 662; კაპანაძე – 18 966; ალიევი 18 687; გელაშვილი – 18 128; მაისურაძე – 16 175; გიორგაძე 13 994; ლომიძე – 12 995; წიკლაური – 12 869; ბოლქვაძე – 12 306.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონების მიხედვით გვარების სტატისტიკურ მაჩვენებლებს ეტაპობრივად გაავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა