თსუ-ში დღეს "ქართულ-რუსული" ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა

თსუ-ში დღეს "ქართულ-რუსული" ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ენათმეცნიერები, თსუ სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს, რისი დასტურიც ახალი ქართულ-რუსული ლექსიკონია. იგი აცხადებს, რომ ლექსიკონი თაობათა ნაშრომია და ის სამაგიდო წიგნი გახდება.

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ლალი ეზუგბაიას თქმით, ქართულ-რუსული ლექსიკონი პირველი აკადემიური გამოცემაა საქართველოში და რამოდენიმე მიზეზის გამო სერიოზული ნაშრომია. კერძოდ, სალექსიკონო ერთეულების რაოდენობა 58 000-ზე მეტია და ასეთი მოცულობის ქართულ-რუსული ლექსიკონი დღემდე არ არსებობდა.

მისივე თქმით, ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადებული ლექსიკონი, ყველა თვალსაზრისით ასევე არის ნორმატიული როგორც ქართული სალიტერატურო ენის, ასევე რუსული სალიტერატურო ენის თვალსაზრისით. ანუ ეს ნორმირება, სტანდარტული ფორმების შესატყვისობა დაცულია და, შესაბამისად, მაღალი სანდოობის ლექსიკონია. ამათან, ნებისმიერი თარგმნითი ლექსიკონი თანამედროვე სამყაროში ყოველთვის აქტუალურია. ის უკავშირდება არა მხოლოდ ენების შესწავლას, არამედ სხვადასხვა კულტურების გაცნობას.

"ამდენად ეს სამუშაო, რომელიც ენათმეცნიერების ინსტიტუტმა დაიწყო მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, დასრულდა და დღეს უკვე საზოგადოებას შეუძლია ის ნაბეჭდი სახით იხილოს. ვფიქრობთ, რომ მომავალში ამ ლექსიკონის ელექტრონული ვერსიაც შეიქმნება და საერთოდ, ძალიან სერიოზული ბაზისი შეიქმნა იმისათვის, რომ ამ ტიპის ორენოვანი ლექსიკონები შეიქმნას,"- აღნიშნა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ლალი ეზუგბაიამ.

ახალი ლექსიკონი დღემდე არსებულ ლექსიკონებზე ბევრად ვრცელია და 58 500 ლექსიკურ ერთეულს მოიცავს.

"ქართულ-რუსული ლექსიკონის" შედგენის საკითხი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში XX საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებში დაისვა.

ლექსიკონი ტექნიკურად ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადდა. გარეკანის დიზაინი თსუ გამომცემლობაში შესრულდა. ლექსიკონი 772 გვერდისგან შედგება.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

თსუ-ში დღეს "ქართულ-რუსული" ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა

თსუ-ში დღეს "ქართულ-რუსული" ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ენათმეცნიერები, თსუ სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს, რისი დასტურიც ახალი ქართულ-რუსული ლექსიკონია. იგი აცხადებს, რომ ლექსიკონი თაობათა ნაშრომია და ის სამაგიდო წიგნი გახდება.

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ლალი ეზუგბაიას თქმით, ქართულ-რუსული ლექსიკონი პირველი აკადემიური გამოცემაა საქართველოში და რამოდენიმე მიზეზის გამო სერიოზული ნაშრომია. კერძოდ, სალექსიკონო ერთეულების რაოდენობა 58 000-ზე მეტია და ასეთი მოცულობის ქართულ-რუსული ლექსიკონი დღემდე არ არსებობდა.

მისივე თქმით, ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადებული ლექსიკონი, ყველა თვალსაზრისით ასევე არის ნორმატიული როგორც ქართული სალიტერატურო ენის, ასევე რუსული სალიტერატურო ენის თვალსაზრისით. ანუ ეს ნორმირება, სტანდარტული ფორმების შესატყვისობა დაცულია და, შესაბამისად, მაღალი სანდოობის ლექსიკონია. ამათან, ნებისმიერი თარგმნითი ლექსიკონი თანამედროვე სამყაროში ყოველთვის აქტუალურია. ის უკავშირდება არა მხოლოდ ენების შესწავლას, არამედ სხვადასხვა კულტურების გაცნობას.

"ამდენად ეს სამუშაო, რომელიც ენათმეცნიერების ინსტიტუტმა დაიწყო მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, დასრულდა და დღეს უკვე საზოგადოებას შეუძლია ის ნაბეჭდი სახით იხილოს. ვფიქრობთ, რომ მომავალში ამ ლექსიკონის ელექტრონული ვერსიაც შეიქმნება და საერთოდ, ძალიან სერიოზული ბაზისი შეიქმნა იმისათვის, რომ ამ ტიპის ორენოვანი ლექსიკონები შეიქმნას,"- აღნიშნა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ლალი ეზუგბაიამ.

ახალი ლექსიკონი დღემდე არსებულ ლექსიკონებზე ბევრად ვრცელია და 58 500 ლექსიკურ ერთეულს მოიცავს.

"ქართულ-რუსული ლექსიკონის" შედგენის საკითხი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში XX საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებში დაისვა.

ლექსიკონი ტექნიკურად ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადდა. გარეკანის დიზაინი თსუ გამომცემლობაში შესრულდა. ლექსიკონი 772 გვერდისგან შედგება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა