მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ შეიტყო, ლუკა მოციქული პალესტინაში ჩავიდა და უფლის მოწაფე გახდა. ღვთის სიტყვა მან სხვადასხვა მხარეში იქადაგა. მოწამეობრივი ღვაწლით კი ქალაქ თებეში აღესრულა.

გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა მოციქულს ეკუთვნის ღვთისმშობლის პირველი ხატების დაწერა. აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელს უკავშირებენ. წმიდა მოციქულს ეკუთვნის ასევე თავთა მოციქულთა - პეტრეს და პავლეს ხატებიც.

ოთხთავთაგან ერთერთი სახარება ლუკა მოციქულს რომში 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია. მასვე ეკუთვნის "საქმე მოციქულთაც", რომელიც ოთხთავის გაგრძელებაა და მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მოგვითხრობს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის