მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტის სასახლე მიშას სასახლე არ არის

საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციას უნივერსიტეტისთვის გამოუსადეგარ შენობად მიიჩნევს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში "საშინელი კამათია" იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს პრეზიდენტის სასახლეში.

სააკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის სასახლე სახელმწიფო სიმბოლოა და ის რეზიდენციად უნდა დარჩეს. "პრეზიდენტის სასახლე არ არის მიშას სასახლე, რამდენიც არ უნდა იძახო, მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ. ჯერ ერთი, მე არ ვარ მდიდარი და მეორეც, ხალხს როგორ უბრუნებენ?! რა კეთდება იქ – "თაღლაურა", "ხინკალ პალასი" თუ რა?! როგორ წარმოუდგენიათ მათ ხალხისადმი გადაცემა. საქართველოს მრვალი საუკუნე არ ჰქონია პრეზიდენტის სასახლე, რადგან დამპყრობელს ეს არ უნდოდა. ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. მე მოკრძალებულ ბინაში ვცხოვრობდი და ისევ იქ ვბრუნდები, მაგრამ სასახლე უნდა დარჩეს. ერთ დღეს თქვეს, რომ უნდა იყოს რომელიღაც სამინისტრო, მეორე დღეს თქვეს – უნივერსიტეტი. ერთხელ მაინც იქნებ მოსულიყო რომელიმე მათგანი და ეს სასახლე ენახა. ნახონ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ დაეტევა, უნივერსიტეტისთვის სრულიად გამოუსადეგარი შენობაა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, უნივერსიტეტისთვის იდეალური იყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, რომელზეც "ამერიკელები გიჟდებოდნენ". "ავლაბრის შენობა მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს, რადგან ასე აშენდა. ძველი "ცეკას" შენობა ხომ არ გადაგვიკეთებია?! ეს არ ყოფილა მორგებული სააკაშვილზე, ის საუკუნეების განმავლობაში უნდა დარჩენილიყო. ასე რომ, ეს კამათი აზრს მოკლებულია", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდება. მარგველაშვილის განმარტებით, ამ მოსაზრებას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც იზიარებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტის სასახლე მიშას სასახლე არ არის

საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციას უნივერსიტეტისთვის გამოუსადეგარ შენობად მიიჩნევს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში "საშინელი კამათია" იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს პრეზიდენტის სასახლეში.

სააკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის სასახლე სახელმწიფო სიმბოლოა და ის რეზიდენციად უნდა დარჩეს. "პრეზიდენტის სასახლე არ არის მიშას სასახლე, რამდენიც არ უნდა იძახო, მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ. ჯერ ერთი, მე არ ვარ მდიდარი და მეორეც, ხალხს როგორ უბრუნებენ?! რა კეთდება იქ – "თაღლაურა", "ხინკალ პალასი" თუ რა?! როგორ წარმოუდგენიათ მათ ხალხისადმი გადაცემა. საქართველოს მრვალი საუკუნე არ ჰქონია პრეზიდენტის სასახლე, რადგან დამპყრობელს ეს არ უნდოდა. ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. მე მოკრძალებულ ბინაში ვცხოვრობდი და ისევ იქ ვბრუნდები, მაგრამ სასახლე უნდა დარჩეს. ერთ დღეს თქვეს, რომ უნდა იყოს რომელიღაც სამინისტრო, მეორე დღეს თქვეს – უნივერსიტეტი. ერთხელ მაინც იქნებ მოსულიყო რომელიმე მათგანი და ეს სასახლე ენახა. ნახონ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ დაეტევა, უნივერსიტეტისთვის სრულიად გამოუსადეგარი შენობაა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, უნივერსიტეტისთვის იდეალური იყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, რომელზეც "ამერიკელები გიჟდებოდნენ". "ავლაბრის შენობა მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს, რადგან ასე აშენდა. ძველი "ცეკას" შენობა ხომ არ გადაგვიკეთებია?! ეს არ ყოფილა მორგებული სააკაშვილზე, ის საუკუნეების განმავლობაში უნდა დარჩენილიყო. ასე რომ, ეს კამათი აზრს მოკლებულია", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდება. მარგველაშვილის განმარტებით, ამ მოსაზრებას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც იზიარებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს