კომპანია RMG Copper-მა (ყოფილი სს მადნეული) FMX KH Kipper-ის თვითმცლელის ძარით Volvo Trucks-ის 30 სატვირთო მანქანა შეიძინა. სატვირთო მანქანების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი კაზრეთში, RMG Copper-ის ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოში კომპანია Volvo-ს ოფიციალურ შემოსვლასთან დაკავშირებით, RMG Copper-ს კომპანია Volvo Trucks -ის პირველი პირები ესტუმრნენ. ღონისძიებაზე Volvo Trucks-ის ვიცე პრეზიდენტმა ტორბიორნ უილსონმა, RMG Copper-ის აღმასრულებელ დირექტორს - დიმიტრი კალანდაძეს სატვირთო ავტომობილების გასაღები პირადად გადასცა.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, ტექნიკის განახლებისთვის სოლიდური ინვესტიცია - 4 მილიონი ევრო ჩაიდო. ტექნიკის განახლების შედეგად, RMG Copper-ის გადაზიდვების ხარჯი 25%-ით შემცირდება. წარმატების შემთხვევაში, RMG Cooper-ი ინვესტიციის გაორმაგებას გეგმავს, რათა კომპანიაში ყველა სატრანსპორტო საშუალების განახლება მოხდეს.
„Volvo Trucks-სთან ერთად განხორციელებული ტექნიკის განახლების პროექტი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ კომპანიის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისთვის ეს უმსხვილესი ინვესტიციაა. ამ დღისთვის ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვემზადებოდით. სპეციფიკაციების განსასაზღვრად საქართველოში შვეიცარიელი ექსპერტი ჩამოვიდა, რომელმაც ადგილზე შეისწავლა ვითარება და რეკომენდაცია მოგვცა ამ პროექტის განხორციელებისთვის. როგორც ცნობილია, Volvo Trucks-ი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხს, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ შევისყიდეთ უმაღლესი ხარისხის ტექნიკა, რომელიც მკაცრ პირობებში მუშაობისთვის არის განკუთვნილი. კარიერში მუშაობისთვის, სადაც ურთულესი პირობებია ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა დიმიტრი კალანდაძემ.
ღონისძიებას რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაესწრო. როგორც მან აღნიშნა, RMG Copper-ის და Volvo Trucks-ის ის მიერ განხორციელებული პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ძალიან კარგია, როდესაც ბაზარზე რამდენიმე დიდი კომპანიაა და დამკვეთს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. მოხარული ვართ, რომ საქართველოში კონკრეტული სამუშაოებისთვის ადაპტირებული ტექნიკა შემოვიდა. სახელმწიფო ყოველთვის გვერდში დაუდგება ამგვარ პროექტებს, ორივე კომპანიას ვულოცავ ამ პროექტის განხორციელებას“, -განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Volvo Trucks-ში აცხადებენ, რომ კომპანია საქართველოში განვითარებას გეგმავს. „დღეს Volvo Trucks-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარების დიდი პოტენციალია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ინვესტორებისათვის. განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭიროა ტრანსპორტი, როგორც ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი ნებისმიერ ინდუსტრიაში. ტრანსპორტი საჭიროა საქონლის წარმოების და წარმოებული ნედლეულის ტრანსპორტირებისთვის. Volvo Trucks-ის სატვირთო მანქანები საუკეთესო გადაწყვეტილებაა ნებისიერი ბიზნესისთვის. ჩვენ მოხარული ვართ თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული“,- განაცხადა ტორბიორნ უილსონმა.
ღონისძიებაზე დასასწრებად, საქართველოში FMX KH Kipper-ის დირექტორი ანდრეი კამიონკა ჩამოვიდა. „მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და სამომავლოდ უფრო გაღრმავდება“,-განაცხადა ანდრეი კამიონკამ.
სატვირთო მანქანა Volvo FMX-ი აღიარებულია, როგორც ყველაზე საიმედო ტექნიკა კარიერში სამუშაოდ. აღნიშნული მანქანები კარიერებში და სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი. თვითმცვლელის სპეციფიკაცია გამოირჩევა საბურავების ბაზით 8x4-ზე (4 ღერძი, 8 საბურავი, 4 წამყვანი თვლებით). აღნიშნული მონაცემები უზრუნველყოფს თვითმცვლელის ძარის მეტ მოცულობას და ტვირთამწეობას, ზრდის სატვირთო მანქანის ეფექტურობას (მაგალითად გადააქვს უფრო მეტი ტვირთი, ვიდრე 3-ღერძიანს). სატვირთო მანქანები აღჭურვილია Volvo Trucks-ის დაპატენტებული გამოგონებით Volvo Engine Brake, რომელიც უზრუნველყოფს სამუხრუჭე სისტემის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას, უზრუნველყოფს ეფექტურ დამუხრუჭებას და საწვავის ეკონომიას.
„ჩვენ გვჯერა, რომ Volvo Trucks-ის მაღალტექნოლოგიური სატვირთო მანქანები ქართულ ბაზარზე ახალი სიტყვა იქნება. ჩვენ გვჯერა, რომ RMG Copper-ი სამაგალითო იქნება მეზობელი ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა ტორბიორნ უილსონმა.
საქართველოში Volvo-ს დილერი კომპანა „პრემიერ მოტორსი“ იქნება.
Volvo Trucks-ი საავტომობილო ინდუსტრიაში სიდიდით მეორე მწარმოებელი კომპანიაა სატვირთო და სატრანსპორტო სფეროში. კომპანიაში წარმოებული სატვირთო მანქანების 95% მძიმე ტექნიკის სეგმენტს წარმოადგენს და 16 ტონას აღემატება. Volvo Trucks-ი სატვირთო მანქანებს მსოფლიოს 140 ქვეყანაში ყიდის. კომპანიის საწარმოები მდებარეობს შვეიცარიაში, ბელგიაში, ბრაზილიასა და აშშ-ში.
RMG Copper-ი (ყოფილი მადნეული) ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ქართული კომპანიაა და მსოფლიო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა. RMG Copper-ი სპილენძის კონცენტრატის ერთადერთი მწარმოებელი ქართული კომპანიაა და ქართული ექსპორტის 5%-ს წარმოადგენს. კომპანიაში 2,000 თანამშრომელია დასაქმებული. RMG Copper-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქველმოქმედო პროექტებს და ამ საქმისთვის წელიწადში რამდენიმე მილიონს ხარჯავს.
(R)