"საქპატენტმა" აზერბაიჯანში ექვსი ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. უწყების ცნობით, დასახელებებზე: "მუკუზანი", "ახაშენი", "ქინძმარაული", "წინანადალი", "ტვიში", "ხვანჭკარა" აზერბაიჯანის სახელმწიფო საპატენტო სამსახურმა უკვე გასცა მოწმობები, რომელიც ადასტურებს, რომ დასახელებები წარმატებით დარეგისტრირდა.
აზერბაიჯანში სარეგისტრაციოდ წარსადგენი პრიორიტეტული დასახელებები, საექსპორტო მონაცემებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განისაზღვრა. რეგისტრაციის შედეგად ქართული დასახელებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონო გამოყენებისა და პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცული იქნება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"