უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ , უკრაინისა და საქართველოს დროშები გამოფინეს, ასევე, ტრანსფარანტებზე წარწერები გააკეთეს - "ევროპა ჩვენი სახლია".

როგორც აქციის ორგანიზატორმა თომა ხალვაშმა აღნიშნა, საპროტესტო აქციაზე მყოფ უკრაინის მოსახლეობას მხარს უჭერს მათი პროევროპული მიზნებიდან გამომდინარე.

"აქციის მიზანია უკრაინელ ხალხს გამოვუცხადოთ სოლიდარობა მათი პროევროპული მიზნების მხარდასაჭერად. ვფიქრობთ, ეს არის აუცილებლობა იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ კითხვა, თუ ვინ იქნება შემდეგი, მარტივად შეიძლება ვიგულისხმოთ საქართველო, რადგან რუსეთს აქვს ბერკეტები, რომელიც შეიძლება საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს", - აღნიშნა თომა ხალვაშმა.

აქციის მონაწილე დავით ხაჯიშვილი უკრაინელი ოპოზიციონერების და მოსახლეობის პროტესტს უერთდება. მან უკრაინულ ენაზე უკრაინელ მოსახლეობას მხარდამჭერი მესიჯი გაუგზავნა.

"ბათუმელი ახალგაზრდები მხარდაჭერას გიცხადებთ, რადგან ევროპა არის უკრაინისთვის სახლი, ისევე როგორც საქართველოსთვის", - აღნიშნა დავით ხაჯიშვილმა.

აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებოდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე