საბურთალოს გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეების სემინარისთვის 45 999 ლარს დახარჯავს

საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის სემინარის ორგანიზებისთვის 45 999 ლარს დახარჯავს.

ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის სამდღიანი ტრენინგ-სემინარი ბაკურიანში გაიმართება და მასში მონაწილეობას 140 პირი მიიღებს.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ტრენინგ-სემინარის ჩასატარებლად საბურთალოს გამგეობამ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოავლინა და შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა. ტრენინგის ორგანიზებას "საქართველოს ხელოვნების საბჭო" განახორციელებს.

ხელშეკრულების მიხედვით "საქართველოს ხელოვნების საბჭომ" უნდა უზრუნველყოს 140 ადამიანის ბაკურიანში ტრანსპორტირება სამი ავტობუსით, სასტუმრო "თბილისში" დაბინავება, მომსახურების ვადებში დელეგაციის წევრების ჯანმრთელობისა და ტრანსპორტირების დაზღვევა.

ტრენინგ-სემინარი 13-16 დეკემბერს გაიმართება.

საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის მიმდინარე წლის განმავლობში სემინარს უკვე მეორედ მართავს. გამგეობამ 300 თავმჯდომარისთვის სამდღიანი სემინარი ივლისში გამართა, რისთვისაც 132 000 ლარი დახარჯა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ