"ადვოკატთა ასოციაცია" ტესტირებას საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდებული წესებით ატარებს

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირებას საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდებული ახალი წესებით ატარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ადვოკატთა ასოციაციიდან" აცნობეს, დღეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები გაიმართება სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის და საერთო სამართლის სპეციალიზაციით. გამოცდები ტარდება "ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს და საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადგენილი ახალი წესებით. გამოცდების მიმდინარეობას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან. წელს, აპლიკანტთა გარკვეულ ჯგუფს ეძლევა შესაძლებლობა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბაროს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ხოლო, 2014 წლიდან გამოცდის ელექტრონული სისტემით ჩაბარება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველი აპლიკანტისთვის.

გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით 284-ს, სისხლის სამართლის განხრით 225-ს, საერთო სპეციალიზაციით კი 178-ს შეადგენს.

საგამოცდო კითხვებს, გამოცდის მონაწილე გაეცნობა უშუალოდ გამოცდაზე. თითოეული სპეციალიზაციის გამოცდისთვის განსაზღვრულია 100 საგამოცდო კითხვა,

გამოსაცდელს, რომელიც გამოცდაზე მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო, სისხლის და საერთო სამართლის სპეციალიზაციით წელიწადში ორჯერ ტარდება.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს