თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, ”ჰონდას” თანამედროვე სტანდარტების ცენტრი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჰონდას" ცენტრიდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან როგორც მთავრობის წევრები, ასევე იაპონიისა და ამერიკის საელჩოების წარმომადგენლები, ბიზნესსექტორი და ადგილობრივი მედია.
2012 წლის მაისიდან, ”ჰონდა მოტორ კორპორაციას” საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ”სენა მოტორსი” და ის სრულად აკმაყოფილებს HONDA-ს 3S-ს მოთხოვნას.
თბილისში ”ჰონდას” ცენტრის ოფიციალურ გახსნას დაესწრებიან სპეციალური სტუმრები "ჰონდა მოტორს კორპორაციიდან". მათ შორის არიან კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, მანაბუ ნიშიმაე, თანამეგობრობის ქვეყნების ავტომობილების განყოფილების მენეჯერები იასუკო მათსუიამი და იოლაინ სტანკოვი.
”ჰონდა მოტორ კორპორაცია” იაპონიაში 1948 წელს დაარსდა და მისი ძირითადი მიმართულება ავტომობილებისა და მოტოციკლების წარმოებაა. 2001 წელს ის რიგით მეორე ავტომწარომოებელი გახდა იაპონიაში, 2011 წელს კი, გაყიდვების რაოდენობით, მსოფლიოს ავტომწარმოებელთა ხუთეულში შევიდა.
”ჰონდა” პირველი იაპონური ავტომწარმოებელია, რომელმაც რევოლუციური, ვიტეკ ტექნოლოგიის ძრავა შექმნა. "ჰონდა" ასევე პირველი იყო, ვინც ავტომობილებში ეკონომიური წვის რეჟიმის ღილაკი დაამონტაჟა. `ჰონდა~ ასევე აწარმოებს საზღვაო ინვენტარს, საზღვაო ტრანსპორტს, გენერატორებსა და ბიზნესკლასის მცირე VIP თვითმფრინავებს. 1986 წლიდან, "ჰონდას" მიერ წარმოებული პროდუქციის ჩამონათვალშია ხელოვნური ინტელექტის რობოტები, ხოლო მისი პირველი ASIMO რობოტი 2000 წლიდან არსებობს.
"ჰონდა მოტორ კორპორაციას" საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს კომპანია "სენა მოტორსი". დაარსების დღიდან, კომპანია მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ შეისწავლოს და დანერგოს მსოფლიოში აღიარებული, "ჰონდას" მომსახურების უმაღლესი სტანდარტები, როგორც გაყიდვების, ასევე ავტოსერვისის მიმართულებით. "სენა მოტორსმა" ერთ წელში შეძლო აეშენებინა და გაესნა "ჰონდას" სტანდარტების 3S ცენტრი. ეს კი გულისხმობს თვალსაჩინო შოურუმის მოწყობას, სერვისის და ტექმომსახურების უზრუნველყოფას და სერვისცენტრის ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას. 3S ცენტრი, ჰონდას ავტომობილების სამოდელო რიგი, უმააღლესი ხარისხი და თანამედროვე ოფისი _ ინვესტიცია, რომელიც "სენა მოტორსმა" განახორციელა, კომპანიის წარმატების გარანტია.
მიმდინარე წელს, `ჰონდა მოტორ კორპორაციას~ დაარსებიდან 65 წელი შეუსრულდა, ხოლო "სენა მოტორსის" დამფუძნებელს "გაა ჰოლდინგს" კი არსებობის 20 წელი. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, "ჰონდას" ცენტრი თბილისში რამდენიმე ეკოლოგიური, სოციალური პროექტის განხორციელებას გეგმავს.