საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ერთი წლის მუშაობის შედეგებს და 2014 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
"ინტერპრესნიუსი" ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ.
"სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის, აუცილებელია პედაგოგიური კოლექტივის შრომის სათანადო დაფასება და მოსწავლეებისათვის პირობების გაუმჯობესება. რადგან სასახლის წლიური ბიუჯეტის სიმწირე არ იძლევა ამის საშუალებას, სასახლის ხელმძღვანელობა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ცდილობს ეძებოს სხვა გზები.
2013-2014 სასწავლო წლისათვის სსიპ - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გადავიდა ნაწილობრივ ფასიან სწავლებაზე, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 2012 წლის დებულების თანახმად, თავისი მიზნების განხორციელებისათვის "სასახლეს" უფლება აქვს: შემოიღოს ფასიანი მომსახურება (მათ შორის, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზების და "სასახლის" სარგებლობაში არსებულ ფართში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვისათვის), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი მოახმაროს "სასახლის" მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, რაც ასევე ითვალისწინებს "სასახლის" მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალურ დაცვას, მათ სტიმულირებას დამატებითი შრომის ანაზღაურებისა და წახალისების სახით, რის შესაბამისადაც, შემოიღო მოსწავლეთა რეგისტრაციის საფასურიც. ამავე დროს გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი შეღავათები სსიპ - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბრძანება #25; #26 (იხ. სასახლის ოფიციალური ვებ. გვერდი) 02.09. 2013. მითითებული კატეგორიის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის.
2013 წელს ფასიანი წრეების და სარეგისტრაციო მომსახურების გადასახადის (წლიური ერთჯერადი 50 ლარის ოდენობით) შემოღებამ მოიტანა აუცილებლობა, რომ გაზრდილიყო წლიური საპრემიო ფონდი, რის შედეგადაც საქართველოს მთავრობის 2013წ. 19 დეკემბრის #1987 განკარგულების (იხ. სასახლის ოფიციალური ვებ.გვერდი) თანახმად, სსიპ - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს მიეცა თანხმობა, რომ 2013 წლის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვრულიყო შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არაუმეტეს 60%-ით (მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან არაუმეტეს 30%, საკუთარი შემოსავლებიდან არაუმეტეს 30%), რის საფუძველზეც პედაგოგებს დაერიცხათ გაზრდილი პრემიები.
2013 წლის ბიუჯეტის სახელფასო ფონდის და კომერციული თანხების განკარგვის უწყისების მიხედვით: შტატიან და ხელშეკრულებით მოწვეულ პედაგოგებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან გაიცა ხელფასი - 505 024.70 (ხუთასხუთი ათას ოცდაოთხი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი; პრემია - 131 834.75 (ასოცდათერთმეტი ათას რვაასოცდათოთხმეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი; სულ - 636 859.45 (ექვსასოცდათექვსმეტი ათას რვაასორმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარი.
ხოლო კომერციული შემოსავლებიდან (რაც შეადგენს სამი თვის ფასიანი სწავლებისა და რეგისტრაციის საფასურიდან შემოსულ თანხას ა.წ. 25 დეკემბრის მდგომარეობით) შტატიან და ხელშეკრულებით მოწვეულ პედაგოგებზე საკუთარი შემოსავლებიდან გაიცა პრემია - 194 432.80 (ასოთხმოცდათოთხმეტი ათას ოთხასოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი.
შედეგად მიღებულ იქნა შემოსავალი და სსიპ - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელმძღვანელობას მიზანშეწონილად მიაჩნია ამ შემოსავლიდან მთელი ოდენობა მიმართოს თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებაზე - გაწეული სამუშაოსა და არსებული თანამდებობრივი სარგოების გათვალისწინებით. ამდენად, ზემოაღნიშნული შემოსავლით საპრემიო ფონდის მოცულობის გაზრდა აუცილებლად შეუწყობს ხელს სსიპ - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომელთა ეკონომიკურ სტიმულირებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს თავისთავად გამოიწვევს სსიპ - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობის გაზრდას.
ჩამოყალიბდა სარეგისტრაციო სამსახური, რომლის მეშვეობითაც შეიქმნა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეიცავს სასახლის მოსწავლეთა სარეგისტრაციო ბაზას და სასწავლო პროცესთან მიმართებაში არსებულ ყველა სტატისტიკურ მონაცემს. დღეისათვის სასახლეში დარეგისტრირებულია 4 327 ბავშვი.
მოსწავლეთა აღრიცხვიანობისა და უსაფრთხოების მიზნით, დამონტაჟდა ტურნიკეტი ორი ტიპის პროგრამული უზრუნველყოფით, ადმინისტრაციისა და სასწავლო პროცესისათვის.
სასახლეს დაუბრუნდა საკუთარი არქივი, რომელიც მუშავდება იუსტიციის სამინისტროდან მოვლინებული სპეციალისტების მიერ. პროცესის დასრულებისთანავე პედაგოგ თანამშრომლებზე გაიცემა მრავალწლიანი უწყვეტი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
ასევე სასახლეს დაუბრუნდა მერიის მიერ ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა საგამოფენო გალერეისთვის გადაცემული სასახლის მარცხენა ფლიგელი, რომელიც გარემონტდა და შევიდა ექსპლუატაციაში (მარმარილოს დარბაზი), სადაც უამრავი საქველმოქმედო და ღირშესანიშნავი ღონისძიება ჩატარდა.
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით, დაარსდა "მიუზიკლის სტუდია," რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი საქმიანობის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული რაგბის გუნდი "მაესი". 2014 წლიდან ამ სიახლეებს დაემატება ანიმაციის წრე.
აღდგა "მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" მეთოდცენტრი, რომელიც 12 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. დღეისათვის სასახლის მეთოდცენტრი ემსახურება 234 პედაგოგსა და 25 ორგანიზატორს", - აღნიშნულია ანგარიშში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"