მეტეხის ხიდს "წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი" ეწოდა

მეტეხის ხიდს "წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი" ეწოდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას ინიციატივით, საკრებულომ მეტეხის ხიდს "წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი" უწოდა. ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს მისი ინიციატივის გაზიარებისთვის. "მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ თბილისში საუკუნეების წინ მომხდარი დიდი ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, მეტეხის ხიდს "წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი" ეწოდა. ეს გახლავთ ჩვენი ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცლის და უპრეცედენტო მოვლენის უკვდავსაყოფად გადადგმული სწორი და ღირსეული ნაბიჯი", - აღნიშნა გაბუნიამ.