"ვარდების მოედანი" მთაწმინდის პარკს საბაგიროთი დაუკავშირდება

მაისის ბოლოდან "ვარდების მოედანი" მთაწმინდის პარკს პირდაპირ საბაგიროთი დაუკავშირდება. ამის შესახებ დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში"გამართულ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა.

პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია საბაგიროების მშენებლობა, კერძოდ, "ვარდების მოედნიდან" "მთაწმინდის პარკამდე" ახალი საბაგირო მოეწყობა. პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით გათვალისწინებულია 3 მილიონი ლარი. თანამედროვე საბაგიროს მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს პროექტი "მთაწმინდის პარკთან" ერთად განხორციელდება, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს "მთაწმინდის პარკი" შემდეგ აანაზღაურებს.

მისივე განცხადებით, ტექნიკური პირობების გამო რუსთაველზე არსებული ძველი სადგური აღარ იფუნქციონირებს, ახალი სადგური მოეწყობა "ვარდების მოედანზე". ახალი საბაგირო იქნება იმ ტიპის, როგორიც რიყის ტერიტორიაზე არის მოწყობილი.

ახალი საბაგიროს მშენებლობა სავარაუდოდ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში დასარულდება. ამასთან, თბილისის მერია წელს სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს აღდგენასაც გეგმავს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა