კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე პარლამენტარი გიორგი ღვინიაშვილი დაინიშნა

კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე პარლამენტარი გიორგი ღვინიაშვილი დაინიშნა. ღვინიაშვილი გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია და დღემდე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა წარადგინა.

წარდგენას, გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლების გარდა, ყოფილი გუბერნატორი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, რაიონების დეპუტატები და გამგებლები ესწრებოდნენ.

გიორგი ღვინიაშვილი ორ მნიშვნელოვან საკითხზე აპირებს ყურადღების გამახვილებას -; კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება და რუსული აგრესიის შედეგად კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობის დახმარება.

მისივე განცხდებით,;; არ აპირებს თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას, თუმცა გარკვეული საკადრო ცვლილებების განხორციელებას მაინც გეგმავს.

~ვარდების რევოლუციის~ შემდეგ ღვინიაშვილი კახეთის რიგით მეხუთე გუბერნატორია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო