"უნიქარდის" გამარჯვებულებს მოგებული პრიზები გადაეცათ

"უნიქარდის" და მისი პარტნიორების "სოკარის", "სმარტის", "ვისოლის",,"ჯიპისის", "სითი ფარმას", "ჯინს გალერი" ჯგუფის მაღაზიების, "ვულე ვუს", "ოქეის", "მეტრომარტის", "არაის" გათამაშების გამარჯვებულებს მოგებული პრიზები - ავტომობილები დღეს გადაეცათ. უნივერსალური გათამაშების "სამმაგი მოგების შანსი და 10 000 გამარჯვებულის" მონაწილე გამარჯვებულებს მოგებული ავტომანქანების გასაღები თავად კომპანიების წარმომადგენლებმა გადასცეს.

1 300 000 ბარათის მფლობელს გათამაშების სამმაგი მოგების შანსი ჰქონდა. კერძოდ, პირველი იყო მომენტალური 10 000-ზე მეტი პრიზი, მეორე - "პორშე კაიენი" ან სამი "ფორდ მონდეი", მესამე კი საირმეზე "აქსის პალასის" დასრულებული და გარემონტებული სახლი.

10 000 მომენტალური გათამაშების პრიზებში საჩუქრების ჩამონათვალი მრავალფეროვანი იყო: სასაჩუქრე ვაუჩერები, საწვავის ტალონები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უნიქარდის ქულები. 30 იანვარს კი გამოვლინდა "პორშე კაიენის", 3 "ფორდ მონდეოსა" და გარემონტებული ბინის მფლობელი.

"ფორდ მონდეოს" მფლობელები გახდნენ ბესიკ ჭინჭარაული, ბესო ახალაძე და მამუკა ჯაფარიძე. "პორშე კაიენი" კი დავით ცირდავამ მოიგო. რაც შეეხება ბინას, გარემონტებული ბინის მფლობელი ვლადიმერ ყველაშვილი გახდა.

"გათამაშებამ ძალიან კარგად ჩაიარა. "სმარტიც" და "ვისოლიც" ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად კმაყოფილები ვართ იმით, რომ ძალიან დიდი სიხარული მივანიჭეთ ძალიან ბევრ ადამიანს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც მოვედი და ვნახე რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოვიდა და მადლობა გადაგვიხადა ამ აქციისთვის. ზოგიერთმა მათგანმა მანქანა მოიგო, ზოგმა ბინა, ძალიან ემოციური იყო ეს პირადად ჩემთვის", - აღნიშნა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ერთ-ერთ გამარჯვებულს ავტომობილის გასაღები "სოკარის" წარმომადგენელმაც გადასცა და გამარჯვება მიულოცა. "უპირველეს ყოვლისა გულწრფელად ვულოცავ ყველა გამარჯვებულს მოგებულ პრიზს. "სოკარი" მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სწორედ ეს ზრუნვა იყო, როდესაც "სოკარმა" გადაწყვიტა მიეღო ამ გრანდიოზულ გათამაშებაში მონაწილეობა. გათამაშებაში, მოგეხსენებათ, გარდა პრემიუმ კლასის ავტომობილებისა და ახალი ბინისა, კიდევ 10 ათასი პრიზი თამაშდებოდა, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცენდენტო გამოვიდა. "სოკარი" იყო ძირითადი მონაწილე, ძირითადი პარტნიორი "უნიქარდთან" და "ვისოლთან" ერთად აღნიშნულ გათამაშებაში და დღეს მაქვს დიდი ბედნიერება, გამარჯვებულებს გადავცე მშვენიერი ავტომობილები და გავიზიარო მათი სიხარული", - აღნიშნა "სოკარის" წარმომადგენელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება