მოსკოვი გალის და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე გამყოფი კედლის მშენებლობას უარყოფს. როგორც ~რია ნოვოსტი~ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა.
~ეს ინფორმაცია მხოლოდ გამონაგონი ან რაიმე ლამაზი თემა, რომელზეც კომენტარების გაკეთება ან მკითხველთა ფართო წრეში განსახილველად გავრცელებაა შესაძლებელი~, - განაცხადა ნესტერენკომ.
ნესტერენკოს თქმით, მას არ სმენია აფხაზეთისა ან სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებისგან მსგავსი კედელის აშენების გეგმების შესახებ.
ნესტერენკო ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი გამყოფი კედლის აშენება ცხინვალთან ახლოს დაუსაბუთებელი იქნებოდა, რამდენადაც როგორც უკვე 8 აგვისტოს მოვლენებისას დავინახეთ, იქ განთავსებული სამხედრო საშუალებები, შესაძლოა, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყოს გამოყენებული.
~ამიტომ ვისგან დასაცავად იქნება ეს კედელი, ვერ წარმომიდგენია~, - განაცხადა ნესტერენკომ.
ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე სამმეტრიანი კედლის მშენებლობის შესაძლებლობის შესახებ გუშინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორამციით, რუსები და აფხაზები კედელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის სიმბოლოდ აშენებენ.