ბათუმში მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. დღეს, 07:00 საათზე. გაფიცულები შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის გადაყენებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ. ასევე, მძღოლების მოთხოვნაა, საათობრივი ანაზღაურების 4 ლარიდან 4.5 ლარამდე გაიზარდოს.

როგორც გაფიცული მძღოლი გენადი დიასამიძე აღნიშნავს, კონტროლი შესუსტდა, მგზავრები ბილეთებს აღარ ყიდულობენ, რამაც მძღოლების დამატებით ანაზღაურება შეამცირა:

"ვითხოვთ დირექტორის გადაყენებას და ხელფასის მომატებას. ადმინისტრაცია მოგვექცეს ადამიანურად და შეასრულოს დანაპირები", - აღნიშნა გენადი დიასამიძემ.

მძღოლი ნიკა სიხარულიძე აცხადებს, რომ ერთი წლის წინ ადმინისტრაცია ხელფასის მომატებას შეპირდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა.

ერთი წლის წინ მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ პროფკავშირების წარმომადგენლებიც. როგორც აჭარის პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ილია ვერძაძემ განაცხადა, შეთანხმებას, სადაც ოპტიმიზაციით ხელფასის გაზრდაზე იყო საუბარი, ავტოტრანსპორტის დირექტორმა არ შეასრულა.

"დოკუმენტი, რომელსაც დირექტორმა მოაწერა ხელი და ოპტიმიზაციაზეა საუბარი, ამ დრომდე არ სრულდება. საბიუჯეტო ხარჯები საჭირო არ არის. დირექტორმა საბოტაჟს მიმართა, კონტროლი შეასუსტა, რამაც აზარალა ქალაქის ბიუჯეტი და საწარმო. ვითხოვთ, ოპტიმიზაციით ხელფასების გაზრდას", - აღნიშნა ილია ვერძაძემ.

როგორც "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორი გია ლორია აცხადებს, ოპტიმიზაციამ შედეგი არ გამოიღო, რადგან საწარმოს სხვა დამატებითი ხარჯების გაღება მოუხდა. მისივე განმარტებით, კონტროლის მექანიზმი გაძლიერდა და მოძღოლების ანაზღაურება გაიზარდა.

"რა მოთხოვნებიც იყო წაყენებული, ყველაფერი შესრულებულია. მძღოლებს შევპირდით, ჩაგვეტარებინა ოპტიმიზაცია ან კონტროლის მექანიზმის გაზრდით მათი შემოსავლები გაგვეზარდა. ოპტიმიზაციამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მრავალი ახალი დამატებითი ხაზი გავხსენით და გაგრძელებები გავაკეთეთ. ჩვენი ეკონომიები გადაფარა გაძვირებულმა საწვავმა და ახლად გახსნილმა ხაზებმა. კონტროლის მექანიზმი უკვე გავაძლიერეთ და მძღოლების შრომითი ანაზღაურებაც მოხდა. ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ ბიუჯეტზე, საწარმოს ხელფასის გაზრდა არ შეუძლია", - აღნიშნა გია ლორიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს