ბათუმში გაფიცულმა მძღოლებმა კარვები გაშალეს

ბათუმში ავტობუსის გაფიცული მძღოლებიდან ორმა შიმშილობა დაიწყო. მძღოლებმა ნუგზარ გვიანიძემ და ნიკა სიხარულიძემ ავტოფარეხთან კარვები გაშალეს.

როგორც ნიკა სიხარულიძე აცხადებს, გაფუცილი მძღოლების უპირობო მოთხოვნაა შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის, გია ლორიას გადაყენება, ხელფასების გაზრდის საკითხზე კი ახალ დირექტორთან იმსჯელებენ.

"ჩვენი მოთხოვნა სანამ არ დაკმაყოფილდება, სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამიუარესდება, ვიშიმშილებ. აქედან თუ არ გამიტანენ შიმშლობას არ შევწყვეტ. უმთავრესი მოთხოვნაა, დირექტორის, გია ლორიას გადაყენება, ხელფასების გაზრდის და სხვა საკითხების მოგვარების თაობაზე გავესაუბრებით ახალ დირექტორს", - აღნიშნა ნიკა სიხარულიძემ.

300-მდე გაფიცული მძღოლი მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოფარეხთანაა შეკრებილი. მათთან ერთად აჭარის პროფკავშირების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

როგორც პროფკავშირების წევრმა დოდო მექვაბიშვილმა აღნიშნა, საკრებულოში პროფკავშირებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის გუშინ გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც პროტესტი გრძელდება.

"ოთხი დღეა აქ ვართ და არც ადმინისტრაციის წარმომადგენლები და არც თვითმმართველობის წევრები არ მოსულან მათთან დასალაპარაკებლად. გუშინ საკრებულოში გამართული მოლაპარაკებები მძღოლებს, პროფკავშირებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის უშედეგოდ დასრულდა. მძღოლები მოსახლეობას ბოდიშს უხდიან დისკომფორტისთვის, მაგრამ თვითონაც მძიმე მდგომარეობაში არიან. თითქოს, მათ 1000 ლარი აქვთ ხელფასი, ეს არის ტყუილი. მძღოლები თანახმა არიან 800 ლარად მუშაობაზეც", - აღნიშნა დოდო მექვაბიშვილმა.

ამასთან, როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა გაფიცულ მძღოლებთან და პროფკავშირების წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გაფიცული მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების საკითხს ინტერფრაქციული ჯგუფი შეისწავლის.

მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება