შსს ხვალ 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ხვალ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სტრატეგიას შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბერაია წარადგენს. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, 2014 წელს გაგრძელდება სამინისტროს სისტემის რეფორმა, შენარჩუნდება დეპოლიტიზების აღებული კურსი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების დაცვას, გაიზრდება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხი, დაიხვეწება საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები, დამკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი, გაუმჯობესდება გენდერული ბალანსი, გაგრძელდება სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა