მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის პირობებში მოუწევთ

მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში, ქალაქის პირობებში მოუწევთ, - ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიაშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგეგმება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკური გამოცდის ჩაბარების სისტემის დახვეწა.

"2014 წლიდან უკვე შესაძლებელია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე შემოღებულ იქნება პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქალაქის პირობებში) ჩაბარება", - ნათქვამია სტრატეგიაში.

ამასთან, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს ასევე იგეგმება ახალი ტიპის სანომრე ნიშნების შემოღება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლების დაგეგმვა.

შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა და ღონისძიებას ესწრებოდნენ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგია შსს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბერაიამ წარადგინა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ