საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყო

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია დღეს იწყება და 21 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2014 წელს მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online@naec.ge). ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, მან ასევე უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

ცენტრის ინფორმაციით, 2014 წელს, ისევე როგორც გასულ წელს, მაგისტრანტობის მსურველები მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ტესტურ დავალებებს შეასრულებენ.

სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით განაწილდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2014 წლის ერთიანი ეროვნული, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყო და 21 მარტის 18:00 საათამდე გასტანს.

ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.

11 მარტს 15:00 საათზე, მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. ღია კარის დღეზე მოსულ ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება დეტალური ინფორმაცია მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში