"დემოკრატილი მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე "თავისუფალი საქართველის" ლიდერის, კახა კუკავას განცხადების გამო "წუხს" და განმარტავს, რომ თუ ის ამ ტიპის განცხადებების გაკეთებას განაგრძობს, "არასაიმედო პარტნიორად" ჩაითვლება.
"ვწუხვართ, რომ კონსულტაციების დასრულებამდე ის ასეთ განცხადებას აკეთებს. თუ კახა კუკავა კონსულტაციების დამთავრებამდე კვლავ განაგრძობს ამ ტიპის განცხადებების გაკეთებას, ის უბრალოდ ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან ჩათვლილი იქნება, როგორც არასაიმედო პარტნიორი", - აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
"ვადასტურებთ, რომ ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "ქართულმა ოცნებამ" იმდენად არათანაბარი და არადემოკრატიული გარემო შექმნა არჩევნებისთვის, რომ უბრალოდ აუცილებელია არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამავდროულად, მინდა ჩვენს მხარდამჭერებსა და წევრებს ვუთხრა, რომ ჩვენ ადგილობრივ არჩევნებს განვიხილავთ, როგორც ეტაპს "დემოკრატიული მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის გზაზე და სერიოზულად ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისათვის", - აღნიშნა მან.
"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ კახა კუკავამ დღეს განაცხადა, რომ ის "დემოკრატიულ მოძრაობასთან" საარჩევნო ბლოკის შექმნისთვის მზადაა, მაგრამ იგივეს "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამორიცხავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"