გიორგი ხასაია დეპუტატებს - სოსო ჯაჭვლიანის შიშით ძალიან კარგი ქართველი მწერლის, ზურაბ ქარუმიძის მარგინალიზაციას ახდენთ

სოსო ჯაჭვლიანის შიშით თქვენ ძალიან კარგი ქართველი მწერლის, ზურაბ ქარუმიძის მარგინალიზაციას ახდენთ, - ასე მიმართა პარლამეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომათა დარბაზში შესულმა მოქალაქე გიორგი ხასაიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებს.

გიორგი ხასაია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე შევიდა და მიკროფონთან ტექსტი წაიკითხა.

როგორც თავად აღნიშნა, ეს იყო ნაწყვეტი ზურაბ ქარუმიძის ნაწარმოებიდან - ”მელია-ტულეფია”. თუმცა, მას ტექსტის  დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს და დარბაზი დაატოვებინეს.  

გიორგი ხასაიას განცხადებით, ის ერთ-ერთ მედიასაშუალებაში მუშაობს და პარლამენტში ერთჯერადი საშვით  იყო შესული.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად მწერალ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო  უწყებამ არ დაადასტურა.

ამასთან, გუშინ  პრესაში გამოქვეყნდა  დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანთან ინტერვიუ  ზურა ქარუმიძის შესახებ, სადაც მისი ელჩად  შესაძლო  დანიშვნას აპროტესტებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში