ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა

ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა. აღნიშნულ ქუჩას, ბათუმის საკრებულომ, 2010 წელს არაბი მილიარდერის და არაბთა გაერთიანებული ემირატების განათლების მინისტრის შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის სახელი მიანიჭა. 2013 წელს კი ამ ქუჩას მეგობრობის ქუჩა ეწოდა.

საკრებულოს უმცირესობა პროტესტს გამოთქვამდა ქუჩისთვის შეიხის სახელის მინიჭების გამო და განმარტავდა, რომ ქუჩებს ცოცხალი ადამიანების სახელებს არ ანიჭებდნენ. უმრავლესობამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შეიხმა ქალაქს პალმები აჩუქა და ინვესტიციების განხორციელებასაც გეგმავდა.

2012 წელს, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიხი ბათუმში მიიწვია და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჟიული შარტავას სახელობის ქუჩის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

მერიის ინფორმაციით, 18:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ჟიული შარტავას დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა