მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამთავროს დედათა მონასტერში ხვალ  გადააბრძანებენ

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში ხვალ, პირველ აპრილს  გადააბრძანებენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, 1-ელ აპრილს, 17:00 საათზე ღირსი მამა გაბრიელის ნეშტი იქნება გადასვენებული სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც ის მოღვაწეობდა.

აქამდე საპატრიარქოში აცხადებდნენ, რომ წმინდა მამა გაბრიელის სხეულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულამდე, 20 აპრილამდე დარჩებოდა. საპატრიარქოს ცნობით, წმინდანის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავს.

მამა გაბრიელის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს. ღირსი მამის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მოგვიანებით უწმინდესი მიბრძანდა, რომელმაც წმინდა ნაწილები მოილოცა. სიწმინდის მოლოცვის საშუალება სვეტიცხოველში მრევლსაც ჰქონდა. 24 თებერვლიდან კი წმინდანის სხეული სამების ტაძარშია დაბრძანებული.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა