53-ე სკოლის პედაგოგებსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა სამინიტროს გენინსპექციის დასკვნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიცა 53-ე საჯარო სკოლაში ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით. შეხვედრა მედიისათვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ამჟამად 53-ე სკოლის პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს ხვდებიან.
პედაგოგების მთავარი მოთხოვნაა 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი მარიამ რამინაშვილი აღდგენილი იქნას თანამდებობაზე.