თამარ სანიკიძე დათმობაზე წასვლას არ აპირებს

თბილისის #53-ე სკოლაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე განათლების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტროს აინტერესებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მოსაზრება აღნიშნულ სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგეს პრობლემის მოსაგვარებლად.

რაც შეეხება სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა განცხადებას, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მათ შესაძლოა, ორშაბათიდან შიმშილობა დაიწყონ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა არალეგიტიმურია და მას ულტიმატუმის ხასიათი აქვს.

"ჩვენი ქმედება არის ლეგიტიმური. გვინდა ავაშენოთ კანონმორჩილი საზოგადოება. თუ რაიმე საკითხი არის გადასაჭრელი, საჭიროა სასამართლოს გზით გაირკვეს. მანამდე რაიმე ზომების მიღება საჭიროდ არ მიგვაჩნია. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, ნუ მოიჭრიან გზას ურთიერთობისათვის", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

მინისტრის შეფასებით, მიმდინარე გაფიცვის გამო არ არის დაცული პედაგოგთა და მოსწავლეთა იმ ნაწილის ინტერესები, რომელთაც სწავლის გაგრძელება სურთ. სანიკიძის განცხადებით, დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რადგან #53-ე სკოლაში შერჩეულია სერტიფიცირებული დირექტორი ეკა გახარია, რომელიც მზად არის ყველაფრის მიუხედავად ითანამშრომლოს სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

თამარ სანიკიძემ კომენტარი გააკეთა ასევე #53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, მარიამ რამინაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტრო აგვიანებს მისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადაცემას, რომლის საფუძველზეც სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჯარო ინფორმაციის გასაცემად 10 დღეა დადგენილი. მისივე განმარტებით, სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში მიმდინარეობდა იურისტების მიერ საჭირო დოკუმენტების ასლების გაკეთება, ეს პროცესი დასრულდა და მარიამ რამინაშვილს საჭირო დოკუმენტაცია გადაეგზავნა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო