საქართველოს ბანკი Express სერვისცენტრების ქსელს აფართოვებს

საქართველოს ბანკმა თბილისში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალ Express სერვისცენტრში მომსახურების მიღების საშუალება მომხმარებელს დღეიდან, დიდუბის მეტროპოლიტენის სადგურის მიმდებარედ აქვთ.

"საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში მომხმარებელი ოპერატიულად სარგებლობს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ყოველდღე დილის 9.00 საათიდან 21.00 საათამდე, შაბათ–კვირას – 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი Express Pay-ი და ბანკომატი", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ბანკის" უკვე 47 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა.

დამატებითი ინფორმაცია Express სერვისცენტრების ქსელის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge-ზე.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა