ელექტროენერგიის საფასურის გადახდა "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს საკომისიოს გარეშე შეეძლებათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, "ენერგო–პრო ჯორჯია" განაგრძობს აბონენტების მომსახურების გაუმჯობესებას. დღეიდან კომპანიის ყველა ფილიალსა და მომსახურების ცენტრში კომპანიის აბონენტებს ექნებათ საშუალება ელექტროენერგიის დავალიანება დაფარონ ზედმეტი საკომისიოს გადახდის გარეშე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ენერგო–პრო ჯორჯიასა" და "ნოვა ტექნოლოჯის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად, აბონენტებისთვის უკეთესი მომსახურების პირობების შექმნის მიზნით, "ენერგო–პრო ჯორჯიას" ოფისებში განთასვდა "ნოვა ტექნოლოჯის" სწრაფი გადახდის აპარატები. აღნიშნული აპარატების მეშვეობით კომპანიის ყველა აბონენტს შეეძლება გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური საკომისიოს გარეშე.
"კომპანია ორიენტირებულია აბონენტების მომსახურების გაუმჯობესებაზე და შესაბამისად, მუდმივად ქმნის სიახლეებს ამ კუთხით. კერძოდ, დღეიდან ჩვენი აბონენტები შეძლებენ ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას კომპანიის ნებისმიერ ფილიალსა და მომსახურების ცენტრში და რაც მთავარია აღნიშნული მომსახურება იქნება სრულიად უფასო", – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"