საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს განახლებული სახით გასცემს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს განახლებული სახით გასცემს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, განახლებულ ამონაწერში ბიზნესსუბიექტის შესახებ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები სრულყოფილად და ლოგიკური დაჯგუფების პრინციპით არის ასახული.

დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს მიიღოს ყველა დამატებითი ინფორმაცია სუბიექტის საკონტაქტო მონაცემებთან დაკავშირებით, მაგ: ელექტრონული ფოსტის მისამართი, მეწარმის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფაქტობრივი მისამართი და სხვა.

ამასთანავე, განახლებულ ამონაწერში ბიზნესსუბიექტის რეორგანიზაციის, კერძოდ, მისი სამართლებრივი ფორმის გარდაქმნის ოპერაციების ქრონოლოგიური თანმიმდევრობაა ასახული (მაგ: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და სხვ.).

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამონაწერის არსებული ვერსიის განახლება მიზნად ისახავდა დოკუმენტის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის ოპტიმიზაციას, ბიზნესსუბიექტებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებასა და მისი მარტივად აღქმის შესაძლებლობას.

ამონაწერის განახლების საფასური უცვლელია და 15 ლარს შეადგენს, ხოლო ინტერნეტის მეშვეობით - 10 ლარს.

მეწარმე და არაკომერციულ იურიდიულ პირებს ამონაწერის განახლება საჭიროებისამებრ შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, მისი განახლება აუცილებელი და სავალდებულო არ არის.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2010 წლის 1 იანვრიდან აწარმოებს. საგადასახადო ინსპექციიდან ფუნქციის საჯარო რეესტრში გადმოტანამ ერთიანი ელექტრონული ბაზის დახვეწას, მეწარმეთათვის სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას, ინფორმაციის საჯაროობასა და "ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვას შეუწყო ხელი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება