ირაკლი ღარიბაშვილი - "ხობიჰესის" პროექტის მნიშვნელობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უდავოდ დიდია

ირაკლი ღარიბაშვილი - "ხობიჰესის" პროექტის მნიშვნელობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უდავოდ დიდია

"ხობიჰესის" პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ენერგეტიკისა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უდავოდ დიდია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში განაცხადა, სადაც მდინარე ხობისწყალზე "ხობიჰესი 2"-ის მშენებლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი.

"აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს. ამ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებიდან უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება. ეს მშენებლობები ნიშნავს ინფრასტრუქტურის მუდმივ განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ აშენდება, ასევე ახალი გზა. ეს იქნება ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილი. თქვენ ხედავთ, რა ბუნებაა აქ. ჩვენ დავიწყებთ აქ ახალი პროექტების მშენებლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ხობიჰესი 2"-ს საინვესტიციო ჯგუფი "ენერგია" აშენებს. პროექტის ღირებულება 150 000 მილიონია.