მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

"ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება მერაბ თოფჩიშვილმა მარნეულში, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

თოფჩიშვილის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მან კანდიდატურა მოხსნა, რაც სიმართლეს არ შეეფერება და წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.

კითხვაზე - აქვს თუ არა მას კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალური შტაბის მხარდაჭერა, თოფჩიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია მხარს უჭერს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დეტალური კონსულტაციების გავლისა და პარტიის ლიდერებთან შეხვედრისთვის ვერ მოიცალა, რადგან სოფელ-სოფელ დადიოდა და საკუთარ ამომრჩეველს ინფორმაციას აწვდიდა, რომ კანდიდატურა არ მოუხსნია.

რამდენიმე წუთში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატი მხარდამჭერებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავს.

საარჩევნო შტაბთან რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. ისინი თოფჩიშვილის მხარდასაჭერად მარნეულის ქუჩებში ავვტომანქანების კოლონით სიმბოლური მსვლელობის მოწყობას აპირებენ.

გუშინ, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კოალიციამ მარნეულში ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

"კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მარნეულში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია, მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს მარნეულის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს