აბაშის ელექტროქსელის ინფრასტრუქტურა უმჯობესდება

აბაშის ელექტროქსელის ინფრასტრუქტურა უმჯობესდება

აბაშის რაიონის სოფლებში "მარანი" და "პირველი მაისი" ელექტროენერგიის მიწოდება უფრო სტაბილური და საიმედო გახდა.

"ენერგო–პრო ჯორჯიამ" აღნიშნული სოფლების ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 კვ ქსელში განახორციელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, 1300–მდე აბონენტისთვის სტაბილური და საიმედო ელექტროენერგიის მიწოდებისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფიდერს "მარანი-შრომა", სადაც შეიცვალა 2 500 მ სიგრძის ამორტიზებული სადენი, აგრეთვე ფიდერზე "პირველი მაისი" შეიცვალა 1 კმ სიგრძის სადენი და დაიდგა შვიდი ახალი რკინა-ბეტონის ბოძი. სამუშოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და მთლიანად მომსახურეობის ცენტრის მასშტაბით განხორციელდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხვას უამინდობის და სხვა მიზეზის გამო გაწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალიშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას.

ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანისა და აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშოები ყველა მომსახურეობის ცენტრშია დაგეგმილი.