რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საწარმოს ფოლადსადნობი საამქროს ოპერატორმა, ნუკრი ქიმაძემსამსახურში ყოფნისას ელექტროტრამვა მიიღო. ქიმაძე მეტალურგიული ქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს, საწარმოს ხელმძღვანელობის მხრიდან კი მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

























