ქუთაისის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ქუთაისის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ხმაური მოჰყვა 55-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევის საკითხს.

55-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარის ირმა კაპანაძის განცხადებით, ქუთაისის 55-ე უბნიდან გადასატან ყუთს თან უცხო პირი ახლდა, რომელიც კომისიის წევრებს დამკვირვებლის სტატუსით გაეცნო, თუმცა მას არავითარი დამადასტურებელი დოკუმენტი თან არ ჰქონდა.

59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საჩივრის განხილვა დროებით გადაიდო.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 20 საჩივარია შესული.