რიკოთზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია

რიკოთზე  მოძრაობა კვლავ აკრძალულია

ამ დროისთვის კვლავ უცნობია,  როდის აღდგება რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს , გუშინ მთა კვლავ ჩამოიშალა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

"მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე გზის სავალი ნაწილის გაფართოება მდინარის მხარეს. ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა", - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე 17 ივნისს მეწყერი განმეორებით ჩამოწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწისა და კლდის მასის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაერთო.