,,რუსთავის წყალი" სარეაბილიტაციო სამუშაობს ახორციელებს

კომპანია ,,რუსთავის წყალი" რუსთავში, იაღლუჯის ქუჩაზე გამავალი მაგისტრალური წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაობს ახორციელებს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" კომპანია ,,რუსთავის წყალის" გენერალური დირექტორის მოადგილემ სერგო ბაგდასაროვმა განაცხადა, ძველი და ამორტიზირებული მილები 600 მმ-ის დიამეტრის ფოლადის მილებით იცვლება. მთლიანობაში მაგისტრალური წყალსადენის 270 მეტრის ავარიული მონაკვეთი შეიცვლება.
იაღლუჯის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ტაბატაძემ და ,,რუსთავის წყალის" გენერალური დირექტორის მოადგილე, სერგო ბაგდასაროვმა დაათვალიერს. გიორგი ტაბატაძის განცხადებით, მაგისტრალური წყალსადენი ბოლო პერიოდში ხშირად ზიანდებობა, რაც ქალაქის წყალმომარაგებაში გარკვეულ შეფერხებებს ქმნიდა.
,,კომპანია ,,რუსთავის წყალმა" იაღლუჯის ქუჩაზე გამავალ მაგისტრალურ წყალსადენზე 270 მეტის მონაკვეთის შეცვლა გადაწყვიტა. სამუშაოები 17 ივნისს დაიწყეს და თვის ბოლოს დაასრულებენ", - განაცხადა რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

























