თელავში დღეს სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება

თელავში, სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, დღეს ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციაზე დეტალურად იქნება განხილული სახელმწიფო პროგრამის მიმართულებები, კონკრეტული სექტორები და ის პირობები, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას.
ღონისძიებას დაესწრებიან მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, პროგრამაში მონაწილე ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები.

























