საგარეჯოში გამართულ აქციაზე "კანარგო" კომენტარს არ აკეთებს

საგარეჯოში გამართულ აქციაზე "კანარგო" კომენტარს არ აკეთებს

საგარეჯოში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, კომპანია "კანარგოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი კომენტარს არ აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას, "კანარგო ჯორჯიას" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კლიფ აიზეკმა განუცხადა, აღნიშნული საკითხი მისთვის უცნობია.

"არ მესმის რაზე მელაპარაკებით, ჩემთვის ეს საინტერესო არ არის", - განაცხადა კლიფ აიზეკმა.

საგარეჯოს მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს და ნავთობის მომპოვებელი კომპანიის ტექნიკას ე.წ. სათავეს მიმდებარე ტერიტორიაზე არ უშვებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა აცნობეს, კომპანია "კანარგო ჯორჯიას" მიერ დაქირავებული პოლონური კომპანია კვლევითი სამუშაოების ჩატარებას იმ ტერიტორიაზე ცდილობს, საიდანაც რაიონს სასმელი წყალი მიეწოდება.

"ამ ადგილს ქვია სათავე, საიდანაც მთელ საგარეჯოს რაიონს სასმელი წყალი მიეწოდება. ეს პოლონური კომპანია, რომელიც დაიქირავა "კანარგო ჯორჯიამ" გეგმავს კვლევითი სამუშაოებს, რაც ითვალისწინებს ნავთობის მოპოვების მიზნით, აფეთქებებს. თუ კი ასე მოხდება, მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩება", - განაცხადეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.

მათი ინფორმაციით, "კანაგრო ჯორჯიას" 1996 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც სახელმწიფოსთან აქვს დადებული, მიენიჭა უფლება ნინოწმინდა-რუსთავი-მანავის ტერიტორიაზე ნავთობი მოიპოვოს.

"სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოადგნენ საგარეჯოში, ამ ადგილს, სადაც კვლევებს ატარებენ", - აცხადებენ ადგილობრივები.