ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტომონტაჟი და დეზინფორმაცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის შესახებ. კერძოდ, თითქოს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია სათაურით "ირაკლი შიხიაშვილი: ბერი ანდრია დამესიზმრა და მთხოვა ფონდში ფული გადამერიცხა". გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მსგავსი არაფერი უთქვამს და ვიღაც შეგნებულად ცდილობს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბერი ანდრიას ფონდში მყოფი ბავშვებისათვის გაღებული დახმარების დისკრედიტაციას. აქვე მოგახსენებთ, რომ მიუხედავად ამ თემაზე აგორებული შავი პიარისა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები გააგრძელებენ სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების და ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. ამასთანავე, ვთხოვთ საზოგადოებას, სოლიდარულები იყვნენ ბერი ანდრიას ფონდის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა