ირაკლი ალასანია თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას გახსნის

ბათუმში, სასტუმრო "შერატონში", ხვალ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს , კონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გახსნის.
საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიტყვით მიმართავს. კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დახურავს.
კონფერენცია 28 ივნისს დასრულდება.

























